22.10.2011
მასწავლებლის სახლში ფიზიკის მასწვალებლებისთვის და N199-ე და N42-ე სკოლების მოსწაველებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. ცერნის კვლევითი ლაბორატორიის ექსპერტებმა პედაგოგებთან ფიზიკაში არსებულ თანამედროვე მიღწევებსა და ამ სფეროში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ბოლოს კი მასწავლებლებმა ცერნიდან პირდაპირ ჩართვაში ინფორმაცია მიიღეს იქ არსებული საგანმანათლებლო რესურსებზე და მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დასვეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ცერნის კვლევით ცენრტთან აქტიურად თანამშრომლობს. გასულ წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ცერნში ფიზიკის 14 მასწავლებელი იმყოფებოდა. მასწავლებლის სახლში ტრენინგები ფიზიკის პედაგოგებისთვის ყოველდღიურად ტარდება. მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან მუშაობის გარდა ფიზიკის მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა ცდები ჩაატარონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, რომელიც მასწავლებლის სახლს საჩუქრად კომპანია PHEWE-მა გადასცა.