განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი პედაგოგებს შეხვდა. გია მამულაშვილი რუსთავის №13-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს მათი საჭიროებების შესახებ ესაუბრა და მათ მასწავლებლის სახლის კონცეფცია გააცნო.
პედაგოგებთან საუბარში გამოიკვეთა მათი პრფესიული საჭიროებები. მასწვალებლებმა დიდი დაინტერესება გამოთქვეს პროფესიული უნარებისა და სასერტიფიკაციო გამოცდებში მოსამზადებელი ტრენინგების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება კი ინგლისურ ენასა და კომპიუტერში მომზადებაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ თითოეულ მათგანი გეგმავს მომავალ წელს ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის წარმატებით ჩაბარებას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა პედაგოგებს განუმარტა, რომ ნებისმიერი სახის ტრენინგის გავლა მათ მასწავლებლის სახლში უფასოდ შეუძლიათ. მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ის პედაგოგიურ უნარებში, საგნობრივ ნაწილსა და ინგლისურსა და კომპიუტერში დღეში 300-მდე მასწავლებელს ამზადებს.