30.10.2011
პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში საქართველოში უცხოელ პედაგოგთა ჩამოსვლა გრძელდება. დღეს თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. მოხალისეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ირლანდიიდან და ფილიპინებიდან გურიის, იმერეთის, კახეთის და სამეგრელოს საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
პროექტის ფარგლებში ჩამოსული მოხალისე მასწავლებლები სპეციალურად ამ პროგრამისთვის არიან შერჩეულნი, მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და დიდი სურვილი, ჩაერთონ ქართულ ანალოგიურ პროექტში.
პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე ერთი წელია წარმატებით ხორციელდება. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.
წლის ბოლომდე საქართველოში 1500 მოხალისე პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება.