საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი პირველია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელმაც ონლაინ დახმარების მომსახურეობა აამოქმედა. დღეს, პროგრამის მუშაობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად გაეცნო.
ონლაინ დახმარება არის პროგრამა Mibew Messenger, რომლის მეშვეობითაც ოპერატორები ონლაინ რეჟიმში, მომხმარებლების კითხვებს პასუხობენ. პროგრამა სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდა და აქტიურად მუშაობს. ოპერატორებთან დასაკავშირებლად საკმარისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) ან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებ-გვერდებზე შესვლა და სასურველი კითხვის გაგზანა.
საზოგადოებისთვის ონლაინ მომსახურეობა ძალზე მოსახერხებელია, მომხმარებელს არ უწევს ლოდინი, ნებისმიერ კითხაზე იგი პასუხს მაშინვე იღებს. იმ შემთხვევაში თუ, დაკავშირება არასამუშაო დროს ხდება, მომხმარებლის შეტყობინება e-mail-ზე იგზავნება და ოპერატორი სამუშაოს დაწყებისთანავე პასუხობს მას. პროგრამა ყველასთვის უფასოა და ყოველი სამუშაო დღის 09:00-დან 19:00-მდე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ დახმარების მომსახურეობა რამდენიმე დღეა რაც ამოქმედდა და უკვე 3000-მდე შეტყობინებაა შემოსული. ცხელი ხაზის განყოფილებაში კი, ზოგადად თვის განმავლობაში დაახლოებით 13400-მდე ზარი შემოდის. ონლაინ დახმარებასთან ერთად სატელეფონო ცენტრის განყოფილებაში ვიდეო ზარი და ცხელი ხაზი მუშაობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და მისი ოპერატიულად საზოგადოებისათვის მიწოდებისთვის ყველა არსებულ საშუალებას მაქსიმალურად იყენებს. ონლაინ დახმარებისა და ცხელი ხაზის გარდა, სამინისტრო facebook-ის ოფიციალური გვერდების მეშვეობით www.facebook.com/mes.gov.ge; www.facebook.com/dimitrishashkini; www.facebook.com/emis.ge თავის მომხმარებლებს ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე სცემს პასუხებს.