საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა ამჯერად, სკოლის მანდატურებს გააცნო და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.
მანდატურებთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე გაამახვილა, მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობეს სკოლებში ჯანსაღი გარემოს შექმნა, ხელი შეუწყეს მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებას და სწავლის პროცესის გაუმჯობესებას.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის დანერგვის შედეგად: სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები, 80%-ით შემცირდა მოსწავლეთა დაგვიანება, 75%-ით შემცირდა მოსწავლეთა გაკვეთილებიდან გაპარვა, 95%-ით შემცირდა ფულის გამოძალვა, 85%-ით შემცირდა მოსწავლეთა შორის დაპირისპირება. ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა სასკოლო გარემო, სადაც შესაძლებელია სკოლამ მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს.
შეხვედრაზე მინისტრი მანდატურის სამსახურში დაგეგმილ სიახლეებსაც შეეხო და განმარტა, რომ სამინისტრო მომავალშიც იზრუნებს მათ პროფესიულ ზრდაზე.