14.11.2011
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახური მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ხდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს კოკა სფერთელაძესა და ამერიკის მანდატურთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი. საქართველოში მანდატურის სამსახურის საქმიანობის გასაცნობად, კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკის მანდატურთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრები იყოფებიან. ამერიკელი სტუმრები აღფრთოვანებულები არიან საქართველოში მანდატურების მომზადების დონით და მზად არიან საქართველოს გამოცდილება გაიზიარონ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მოხდა გამოცდილებათა გაზიარება, ასევე მხარეებმა ისაუბარეს ორ ქვეყანას შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და ერთობლივ პროექტებზე.
მანდატურის საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აერთიანებს, საქართველო მათ შეუერთდება და აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების განხორციელდებაში. ქართველი მანდატურები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ ღონისძიებებსა და ტრენინგებში.