14.11.2011
ამერიკელმა სტუმრებმა პოლიციის აკადემიაც მოინახულეს, ნახეს ის გარემო, სადაც ხდება მანდატურების გადამზადება, როგორც თეორიაში, ასევე სპორტულ ნორმატივებში.
სტუმრებმა ასევე მოინახულეს თბილისის ზღვაზე არსებული სამაშველო სამსახურის ბაზა, სადაც მანდატურები სამაშველო საქმიანობას ეუფლებიან.
ამერიკელმა სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა მომზადების დონე და ზოგადად, დადებითად შეაფასეს მანდატურის სამსახურის საქმიანობა.