საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება. საზოგადოებრივი დარბაზი თვეში ერთხელ შეიკრიბება. მასში მონაწილეობის საშუალება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესებულ ყველა გაერთიანებასა თუ ორგანიზაციას ექნება.
სამინისტრო მზადაა ყველა დაინტერესებული პირის პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის გადაწყვეტილება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების, განათლების პროფესიული სინდიკატისა და განთლების ლიდერთა ლიგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო.