20.11.2011
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში „ღვინის ფესტივალს“ მანდატურის სამსახური შეუერთდა. მანდატურები და თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ღვინის ფესტივალს ერთად დაესწრნენ. მანდატურები მეთორმეტეკლასელებს ღვინის კულტურაზე და ღვინის წარმოშობის ისტორიაზე ესაუბრნენ.
მანდატურების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მომალშიც გაიმართება, სადაც მოსწავლეები და მანდატურები ერთად დაათვალიერებენ და დაესწრებიან ყველა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.
საქართველოში წარმოებული ღვინის გამოფენა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში ჩატარდა, სადაც დიდი და მცირე ღვინის კომპანიებმა, ასევე მცირე საოჯახო მარნებმა, საკუთარი პროდუქაცია წარმოადგინეს.