საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში კაფსულის ჩაშვებით გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამშენებლო სამუშაო სიმბოლურად თავად პრეზიდენტმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეასრულა.
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შენდება და მას თავად მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ეს განცხადება პრეზიდენტმა მასაწავლებლის სახლში გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. პროფესიული გადამზადების ცენტრი მაისში გაიხნება და მისი მთავარი ფუნქცია კადრების გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. ცენტრში გადამზადება ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.
გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები
მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა.
კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და
სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საქარათველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტები თბილისის სხვა
გარეუბნებშიც ამოქმედდება. მოსახლეობის დასაქმების მიზნით, შეიქმნება
პროფორიენტაციის ცენტრები, მსურველები მოთხოვნად პროფესიებზე გადამზადდებიან.