ქუთაისის ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორები ქართულ ენაში ტრენინგს გადიან. ინტენსიური ტრენინგის კურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სისტემატურად ტარდება ქართული ენის სწავლების კურსები. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა კურსებს გადიან საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც. ამჯერად, ექვსკვირიან ინტენსიური ტრენინგის კურსს აზერბაიჯანულენოვანი სკოლის 75 დირექტორი გაივლის. დირექტორებს მსგავსი ტრენინგი სექტემბერ-ოქტომბრის თვეებშიც ჩაუტარდათ.
სახელმწიფო ენის ცოდნას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. სამინისტროს მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების მიზანი, ქართული ენის სწავლების გაძლიერებაა.