06.12.2011
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.
ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან და სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონების საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, მოხალისე პედაგოგები აჭარის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლისა და საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.