კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში, ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი შაშკინმა საუკეთესო სტუდენტები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წელს გაიხსნა და იგი კახეთის რეგიონში ერთადერთი რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ცენტრში, გარდა სახელობო პროფესიული სწავლების პროგრამისა, ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული ზრდასრულთა გადამზადების პროგრამა და კახეთის ხუთი რაიონისათვის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში ხორციელდება შემდეგი პროგრამები: აგროტურიზმის ოსტატი; მეღვინე-მევენახე; ფართო პროფილის მშენებელი; დურგალ-მეავეჯე; პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი; ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი; ავტომობილის ზეინკალ-შემკეთებელი; ვეტერინალური; სტილისტი; ძიძა; სამკურნალო მცენარეების მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების ოსტატი; ელექტრომემონტაჟე; მძღოლი; ფერმერი; საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების შემკეთებელი.
ცენტრში 2009 წელს გადამზადება გაიარა 616 სტუდენტმა. კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებულია.