09.12.2011
საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის
ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის მოსამართლეებმა მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე, კერძოდ კი
ბავშვთა უფლებების შესახებ ლექცია-სემინარი წაუკითხეს. კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილისათვის კოკა სეფერთელაძესთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის და ღონისძიების სხვა წევრებისთვის დაესვათ.
1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა
ასამბლეამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ადამიანის
უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.
დოკუმენტმა საშუალება მოგვცა მიგვეღწია პროგრესისათვის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იგი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ უფლებები და თავისუფლება არის განუყოფელი; ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს, რა შემოსვლი აქვს და რომელ რელიგიურ თუ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას იზიარებს.
”ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების აქტიურობა და საკუთარი უფლებების ცოდნაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლექცია-სემინარზე თბილისის საქალაქო სასამართლომ - მოზარდები მოიწვია, ანუ საზოგადოების ზუსტად ის ასაკობრივი სეგმენტი, რომელთა ინფორმირებულობა და აქტიურობა მათი სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და სამომავლოდ კანონმორჩილი საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”-განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ.
მსგავსი ღონისძიებები ერთგვარი სტიმულია ახალგაზრდებისათვის, რათა გააორმაგონ ძალისხმევა ადამიანის უფლებების დასაცავად.