მთავარი პრიორიტეტი და სიახლე ახლადდამტკიცებულ საგამოცდო პროგრამაში გახლავთ ის, რომ დეტალიზირებულია და ჩაშლილია საგამოცდო საკითხთა ჩამონათვალი, მითითებულია ამ საკითხთა ინდექსები და კავშირები ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ასევე მოცემულია ის საგნობრივი უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს კონკრეტული საგნის სწავლების დროს მოეთხოვება.
საგამოცდო პროგრამაში თითოეული საგნის მიხედვით წარმოდგენილია სამი გრაფა. პირველ გრაფაში ჩამოთვლილია საკითხები, მეორე გრაფაში დაზუსტებულია აღნიშნული საკითხები, ხოლო მესამე გრაფაში მოცემულია ინდექსები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ პირს შეეძლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოძიება.
მაგ:
საკითხთა ჩამონათვალი |
საკითხთა დაზუსტება |
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან |
1.არქეოლოგიური პერიოდები საქართველოში 2. დიაოხი და კოლხა
|
|
ისტ. XI . 1. ისტ. XI . 2. ისტ. XI . 5. ისტ. XI . 6. ისტ. XI . 2. ისტ. XI . 4. |
საგამოცდო პროგრამებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების, მასწალებელთა პრფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ კომისიის მუშაობის პროცესში წელს პირველად შეაჯერეს პოზიციები და საგამოცდო პროგრამა ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ერთობლივად შეიმუშვეს.
გამოცდების ეროვნული პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge-ზე განთავსდება და მისი ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.