მანდატურებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.
ბავშვებს მანდატურებმა ნაძვის ხე, საახალწლო საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს. აქციის ფარგლებში მანდატურებმა და მოზარდებმა ერთად მორთეს საახალწლო ნაძვის ხე.
წავკისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში 2 თვიდან 7 წლამდე 28 მოზარდი და მათი 14 დედა ცხოვრობს.
სასწავლო დაწესებულების მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო ღონისძიებებში და საზოგადოების ყველა ფენას პირადად განუმარტონ მანდატურის სამსახურის არსი. მანდატურები მზად არიან ყველანაირი სახის დახმარება გაუწიონ როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელს. მანდატურები მსგავს აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ.