ქუთაისის მანდატურებმა და მოსწავლეებმა №29 საჯარო სკოლის ეზოში ხეები დარგეს და სკოლის ტერიტორია გაამწვანეს. ერთობლივი აქციის ფარგლებში სკოლის ეზოში 50 ნერგი დაირგო.
მანდატურების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქციებში მოსწავლეები და მანდატურები ერთობლივად არიან ჩართულები და ერთად ზრუნავენ სკოლის გამწვანებაზე და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე.
მანდატურები გამწვანების აქციაში 2010 წლიდან არიან ჩართულები. ისინი ზრუნავენ ბავშვებისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე. მსგავსი აქციების ჩატარებას მანდატურები კვალავაც აპირებენ.