საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი.
სოფელ შიბლიანის მოზარდები 1960 წლიდან არასტანდარტულ, სასწავლო პროცესისათვის შეუფერებელ გარემოში სწავლობდნენ. ვინაიდან ძველი სკოლის შენობა სეისმურად არამგდრადი და ამორტიზირებული იყო, ბოლო ოთხი წელია 80-მდე მოსწავლე ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ადმინისტარციულ შენობაში აგრძელებს სწავლას.
თანამედროვე სტანდარტების სკოლა შიბლიანელ მოსწავლეებს უკვე ახალი სასწავლი წლიდან მოემსახურება. სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.
ახალ სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სიტემა, საბუნებისმეტყველო და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით, უწყვეტი ინტერნეტი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ინფრასტუქტურის კეთილმოწყობას გააგრძელებს ახალი წლიდან საქართველოს მასშტაბით არაერთი სკოლა აშენდება, გარემონტდება და თანამედროვედ აღიჭურვება.