მანდატურებმა 53 საჯარო სკოლის პირველ კლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა „ალგორითმი“ დაათვალიერეს. მოსწავლეები კომპიუტერის აწყობის პროცესს გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის დახმარებით სწავლობენ.
კომპიუტერული ქარხანის დათვალიერების სურვილი მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს. მანდატურებმა კი ბავშვებს თხოვნა შეუსრულეს და ქარხანა ერთობლივად დაათვალიერეს.