13.01.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მრავალშვილიან მეცნიერს ძველი ახალი წელი მიულოცეს.
დიმიტრი შაშკინი და სულხან სისაური ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის, ნიკოლოზ მარგიანის რვასულიან ოჯახს საახალწლო ნუგბარით ესტუმრნენ და საჩუქრად ტელევიზორი გადასცეს.
ფიზიკოსი ნიკოლოზ მარგიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. სამეცნიერო საქმიანობას ის 1976 წლიდან ეწევა.
ამჟამად, ნიკოლოზ მარგიანი სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ ორ სამეცნიერო კვლევაშია ჩართული, ხოლო რამდენიმე თვის წინ მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჩინეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა.
Video