საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე გამარჯვებული ქართული ჯგუფი “Candy”-ის წევრები ინგლისში New College Nottingham-ში ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან.
მომღერალი გოგონების ჯგუფი “Candy” 10-დან 15 წლამდე ასაკის ხუთი წევრისაგან შედგება, ერთ-ერთი მათგანი რუსთავიდანაა, ხოლო დანარჩენები თბილისელი მოსწავლეები არიან.
მიხეილ სააკაშვილმა გოგონებს საჩუქარი საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის გაუკეთა. ისინი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ინგლისში ერთი თვის განმავლობაში ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან, გაეცნობიან ქვეყნის კულტურას, ღირშესანიშნაობებს, გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან უცხოელ თანატოლებს.