მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამების მომზადების მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა შეხვდნენ.
ესთეტიკური აღზრდის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაში ხელოვნების დარგების წარმომადგენლები ჩაერთვებიან და პროგრამებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ. ანალოგიური კომისია უკვე მუშაობს სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამებზე.
გასულ წელს მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სპორტის მასწავლებლებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ სხვა საგნების მსგავსად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ დისციპლინებშიც კვალიფიციური და სერტიფიცირებული კადრები მუშაობდნენ.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული
ცენტრი
ესთეტიკური
აღზრდისა
და
სპორტის
მიმართულების
პედაგოგების
საგნობრივ
ნაწილში
გადამზადებას
და
საგამოცდოდ
მათ
მომზადებას
უზრუნველყოფს.
გამოცდების
წარმატებით
ჩაბარების
შემთხვევაში,
გაზრდილ
ხელფასებს
სპორტის,
მუსიკის,
სახვითი
და
გამოყენებითი
ხელოვნების
მასწავლებლებიც მიიღებენ.
Video