საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის პედაგოგები დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ.
21 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ქართველი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ინგლისში, ქალაქ ნოთინგჰემის New College Nottingham-ში გაივლიან. თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ტრენინგებზე სულ 17 მასწავლებელი გაემგზავრა.
პედაგოგები მაკმილანის სახელმძღვანელოების შემოღებასთან დაკავშირებით, ახალი სტანდარტების დანერგვაში მოემზადებიან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი მიღებულ გამოცდილებას დანარჩენ კოლეგებს გაუზიარებენ.
ტრენინგებზე ასევე, საუბარი იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ინგლისური ენის თავისებურებებზე. ქართველ პედაგოგებს მაღალკვალიფიციური სპეციალიტები მოამზადებენ. მასწავლებლები ყოველი ლექციის შემდეგ პრეზენტაციებს გამართავენ და განვლილ მასალას შეაჯამებენ.
სასწავლო კურსის გარდა,
ქართველი პედაგოგები ნოთინგჰემსა და ლონდონში სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსაც
დაათვალიერებენ.
Video