საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე თბილისის სკოლების 100-მდე მანდატურს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მანდატურის სამსახურის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა და დადებითად შეაფასა სკოლის მანდატურთა საქმიანობა.
სემინარის ფარგლებში გიორგი ჩახნაშვილმა მანდატურებს პირადად გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი მანდატურის სამსახურში დაგეგმილ სიახლეებს ეთმობა.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 1500
მანდატური ასრულებს თავის მოვალეობას. 2012 წლიდან მანდატურის სამსახური გაფართოვდება და 1 მარტიდან დამატებით
24 რაიონში (წყალტუბო, სამტრედია,
გურჯაანი, ქარელი, ოზურგეთი, ახალციხე, დუშეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, ზესტაფონი,
წალენჯიხა, სენაკი, აბაშა, ბორჯომი, ყვარელი, ჩოხატაური, ქობულეთი, კასპი,
დედოფლისწყარო, მცხეთა, ჭიათურა, ხაშური, მარტვილი, თელავი) ამოქმედდება,
საქართველოს საჯარო სკოლებში 150 ახალი მანდატური
პირველად შეუდგება საქმიანობას. ასევე წელს, ქართული მანდატურის სამსახური სკოლის
მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება.
Video