განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლის სახლში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწო. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც დაესწრო.
მასწავლებლის სახლში სულ 200-მდე ხელნაკეთი ნივთი გამოიფინა, მათ შორის იყო ნახატები, სხვადასხვა აპლიკაციები, ნაქარგები, თექისა და კერამიკის ნივთები, ნაქსოვი და ხელნაკეთი თოჯინები, სამკაულები და სხვა.
გამოფენაზე მე-200, 198-ე, 203-ე და ქუთაისის 45-ე სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. თითოეული მათგანი ბავშვებმა მასწავლებლების დახმარებით შექმნეს.
მასწავლებლის სახლში სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნამუშევრების გამოფენა მომავალშიც მოეწყობა.