ფორუმზე პროფესიული კოლეჯის ”იკაროსი” ფაკულტეტებისა და პროფესიული განათლების სტრატეგიის პრეზენტაცია წარმოდგინეს. ასევე კოლეჯის ხელმძღვანელობამ სტუმრებს ის გეგმები გააცნეს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული სწავლების განვითარების მიზნით, სამომავლოდ შეიმუშავეს.
დამსაქმებელთა ფორუმში 50-მდე ცნობილი და წარმატებული კომპანიების, ტურისტული სააგენტოების, რესტორნებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანალოგიური ღონისძიებები ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვინაიდან, კოლეჯები ვაუჩერული დაფინანსების მოდელზე გადადიან და სტუდენტების მოზიდვის მიზნით, ისინი დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიების სწავლებასა და დამსაქმებელთა დაინტერესებაზე არიან ორიენტირებულები.
პროფესიულ
კოლეჯში ,,იკაროსი’’ 600-მდე პროფესიული
სტუდენტი ტურიზმისა და მომსახურების სფეროში სხვადასხვა პროფესიას ეუფლება. ამ პროფესიებზე დიდია მოთხოვნა და შესაბამისად, კოლეჯის კურსდამთავრებულებსაც დასაქმების მეტი შესაძლებლობა აქვთ. ამაზე ის ფაქტიც
მეტყევლებს, რომ კოლეჯის საქმიანობითა და მომზადებული კადრებით ფორუმში მონაწილე ბიზნეს სექტორის ბევრი წარმომადგენელი
დაინტერესდა, მათ კოლეჯთან მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც უკვე დაადასტურეს.
Video