საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დიდთოვლობასთან დაკავშირებული პრობლემების გასაცნობად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლები მოინახულა.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რამდენიმე სკოლაში დიდთოვლობის რამდენიმე დღით სასწავლო პროცესი შეწყდა, დღეისათვის უმრავლეს სკოლაში სწავლა განახლებულია.
საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გათბობის სიტემა გამართულად მუშაობს და სიცივის გამო სწავლის პროცესი არსად არ შეჩერებულა.
,,ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლების
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების
მშენებლობაა. მოსწავლეს, სადაც არ უნდა სწავლობდეს ის, უნდა ჰქონდეს
საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში
მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აქტიურად მუშაობს,,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
Video