08.02.2012
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან
დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი
2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება, ხოლო
2012 წლის 8 თებერვალს გაცდენილი საათები მოსწავლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ.
გაცდენილი დღეებისა და საათების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.