საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობა ასევე მოიცავს სკოლის მოსწავლეებისათვის ლექცია-სემინარების, მასტერკლასების, კონფერენციებისა და ოლიმპიადების გამართვას, სხვადასხვა ტიპის კლუბების ჩამოყალიბებას, კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრანტების მიერ მოსწავლეებისათვის ”სამართლის პრაქტიკული კურსის” სწავლებას, ”იმიტირებული სასამართლო პროცესების” მომზადებას, ერთობლივი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობას, ”საზაფხულო სკოლებში” მოსწავლეთა ჩართულობას, სასკოლო და საუნივერსიტეტო თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობას და ა.შ.
”კავკასიის უნივერსიტეტი” 2005 წელს, ”კავკასიის ბიზნესის სკოლის” ბაზაზე დაფუძნდა. ”ბიზნესის სკოლის” გარდა, ის ამჟამად კიდევ ექვს - სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ტურიზმის სკოლებს აერთიანებს.