ორი კვირის განმავლობაში მასწავლებლებთან თითოეული მიმართულების მიხედვით სხვადასხვა პედაგოგი მუშაობდა. მასწავლებლები გადამზადებას გადიოდნენ ენის სწავლების მეთოდებში, გრამატიკასა და წარმოთქმაში, სხვადასხვა სირთულის ტესტებზე მუშაობასა და დიალოგების წარმართვაში. თითოეული ლექციის შემდეგ კი, ისინი აღნიშნულ საკითხებზე პრეზენტაციებს აწყობდნენ.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ინგლისში, ქალაქ ნოთინგჰემში სულ ინგლისური ენის 19 მასწავლებელი გაემგზავრა. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს ისინი New College Nottingham-ში გადიოდნენ. თითოეულმა მათგანმა ტრენინგის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აიღო.
მასწავლებლები, რომლებმაც გადამზადება ინგლისში გაიარეს ტრენინგებს თბილისში ჩაატარებენ და საკუთარ გამოცდილებას დანარჩენ კოლეგებს გაუზიარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი New College Nottingham-თან უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. მასწავლებლების
შერჩევა ტრენინგებზე აქტიურობისა და საგაკვეთილო პროცესში მიღწეული წარმატებების
მიხედვით ხდება. მათი გაგზავნა დიდ ბრიტანეთში მომავალშიც განხორციელდება.
Video