12.02.2012
მანდატურები მოხუცებულთა თავშესაფარს ეწვივნენ. მოხუცებულთა თავშესაფარ „კათარზისში“ მანდატურებმა 20-მდე მოხუცებული მოინახულეს. მოხუცებულთან ერთად მანდატურებმა მთელი დღე გაატარეს და ღონისძიების ფარგლებში მოხუცებულებს საჩუქრები გადასცეს.
მანდატურების თქმით, ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან ნიშვნელოვანია და მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც ჩაერთვებიან.
მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე. სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.