ხელმოწერა აშშ-ს კონგრესში გაიმართა, სადაც ქართულ დელეგაციას კონგრესმენი დაჩ რუპერ ბერგერი მასპინძლობდა. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა მანდატურის სამსახურის უფროსმა ზვიად ხიდიშელმა, ხოლო აშშ-ს მხრიდან სკოლის მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა მო კენედიმ. მო კენედიმ მინისტრს დიმიტრი შაშკინს nasro-ს წევრობის დამადასტურებელი სიგელი გადასცა.
nasro-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, ტრეინინგებს მანდატურებისთვის, ორგანიზაცია ასევე აწყობს მანდატურის სამსახურის საქმიანობის შესახებ სემინარებსა და კონფერენციებს.
საქართველოს მანდატურის სამსახურის ასოციაციაში გაწევრიანების საკითხი გასულ წელს გადაწყდა, როდესაც საქართველოში მანდატურის სამსახურის საქმიანობის გასაცნობად, კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკის მანდატურთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა სტუმრებმა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გამართეს. დაათვალიერეს საჯარო სკოლები, მასწავლებლის სახლი, მოინახულეს პოლიციის აკადემია.
ამერიკის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრებმა
მაღალი
შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მანდატურის სამსახურის
საქმიანობას და მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს
მანდატურის სამსახურის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე. დღეს ამერიკაში სწორედ ამ დოკუმენტს მოეწერა ხელი.
Video