მოხალისე პედაგოგთა ახალი ჯგუფი ტრადიციულ ტრენინგს გაივლის და აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთისა და სამეგრელოს საჯარო სკოლებში გადანაწილდება.
პროექტის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი მასწავლებლები სპეციალურად ამ პროგრამისთვის
არიან შერჩეულნი, მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო პროექტებში
მონაწილეობის გამოცდილება და დიდი სურვილი, ჩაერთონ ანალოგიურ ქართულ
პროექტში.
პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე მეორე წელია
წარმატებით ხორციელდება. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ
პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს
გაძლიერებულად ასწავლიან.
წლის ბოლომდე საქართველოში 1500 მოხალისე პედაგოგის ჩამოყვანა იგეგმება.