შეხვედრაზე ჯინი შმიდტმა საქართველოში არსებული მდგომარეობა მთლიანად რეგიონის ჭრილში განიხილა და დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების მხრივ საქართველო სამაგალითო ქვეყანად აღიარა.
მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ზრუნავს მომავალი თაობის განათლებაზე, ამისთვის აშენებს თანამედროვე სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, მათ შორის ისეთი მაღალი დონის სასწავლო დაწესებულებას, როგორიც საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტია ბათუმში. ქვეყანაში ფუნქციონირებს თანამედროვე პროფესიული კოლეჯები, სადაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. სახელმწიფო ასევე ზრუნავს პედაგოგთა კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებაზე.
ჯინი შმიდტის თქმით, დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია და საქართველო წინსვლას გააგრძელებს.