მაიკ კელიმ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, დაინტერესდა განათლების სისტემაში დანერგილი ახალი პროექტებით, რომლებიც განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამ პროგრამების ფარგლებში საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა და წარმოშობისა, სრულყოფილი განათლებისა და თვითრეალიზების საშუალება აქვს.
კონგრესმენის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სკოლებში ძლიერდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება, იხსნება ,,მომავლის კლასები”, მიმდინარეობს სკოლების ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღჭურვა, პირველკლასელებს და მათ პედაგოგებს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ და სხვ.