ამერიკის კონგრესში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი შაშკინი ამერიკის კონგრესის თავმჯდომარის აპარატის უფროსს ბარი ჯექსონს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან საუბრისას ბარი ჯექსონი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იმ პროექტებით დაინტერესდა, რომელიც განათლების სფეროში დაინერგა. განსაკუთრებით ბარი ჯექსონი ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)” შეჩერდა და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა ბევრ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება, კარგად აპრობირებულია და საქართველოში მისი ამოქმედება მომავალ თაობას წინსვლისთვის ფართო ასპარეზს გაუხსნის.
ბარი ჯექსონმა ასევე წარმატებული უწოდა პროექტებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტელექტუალური და შემეცნებითი პოტენციალის ამაღლებას ემსახურება, ამისთვის იქმნება სპეციალური ბეჭვითი, აუდიო თუ ვიდეო რესურსი, კეთდება თანამედროვედ აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.