ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია 14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის და მის მიზანს წარმოადგენს მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენცია, მათი ცნობიერების ამაღლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
წიგნში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, პოპულარულ ენაზე და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართლადარღვევების დროს. გამახვილებულია ყურადღება არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ სამართალდარღვევებზე.
წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც არასრულწლოვანებს ეხებათ.
წიგნის გამოცემა განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სკოლის მოსწავლეთა - არასრულწლოვანთა უფლებები და მოვალეობები" ფარგლებში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.