შორენა გიგაშვილი დედობილთან ანა ბურდულთან ერთად უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. 36 წლის ანა ბურდული სასულიერო აკადემიაში ანთროპოლოგიას კითხულობს. წლების წინ, როდესაც იგი ერთ-ერთ ბავშვთა სახლში მოწყალების დად მუშაობდა პატარა ობოლ გოგონას დაუმეგობრდა, რომელიც შემდგომში იმერეთში, თერჯოლის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ქალბატონი ანა წლების განმავლობაში აკითხავდა გოგონას ბავშვთა სახლში, 6 წლის წინ კი, მან გოგონა, თბილისში, თავის სახლში წამოიყვანა და დღემდე ერთად ცხოვრობენ.
უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ანა არ ტოვებს თავის შვილობილს და არ აკლებს მას დედურ სითბოს და სიყვარულს. ნაშვილები გოგონა უნარშეზღუდულია, რაც მასზე მზრუნველობის და ყურადღების საჭიროებას აორმაგებს.
ანა ბურდულისა და მისი შვილობილის ისტორია სამინისტროსათვის ცნობილი ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გახდა. სამინისტრო მომავალშიც დაინტერესდება შორენას სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.