პროექტები ორიენტირებული იქნება ახალი ცოდნის შემუშავებაზე, ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა - ანალიზზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალებების, სამრეწველო ნიმუშების შემუშავებასა და სრულყოფაზე.
კვლევები ათი სამეცნიერო მიმართულებით დაფინანსდება, მათ შორის ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამედიცინო, სიცოცხლის, დედამიწის შემსწავლელ და აგრარულ სფეროებში.
ყველა პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრულიად ახალი სამი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ისინი დამოუკიდებელი, უცხოელი ექსპერტების მიერ უმაღლესი ქულებითაა შერჩეული.
სამეცნიერო პროექტების ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერები უხელმძღვანელებენ. დაფინანსებას 600-ზე მეტი მეცნიერი მიიღებს, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა მკვლევარი და სტუდენტი.