24.02.2012
”ოკუპაციის კვირეულის”
ფარგლებში, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული
გმირების შვილებს უმასპინძლა. მინისტრის
მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ მე-2,
მე-3 კლასელ წარჩინებულ 19 მოსწავლეს საჩუქრად ნეთბუკები გადასცა. კომპიუტერებში
სასწავლო-შემეცნებითი პროგრამებია ჩატვირთული, რაც მათ სწავლაში და თანამედროვე
ტექნოლოგიების დაუფლებაში დაეხმარებათ.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ აქტივობებს შორის ამ მოსწავლეთა
წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რუსეთთან ომში დაღუპული გმირების
შვილებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ თანადგომა და სიყვარული, მათ ხომ საკუთარ თავზე
გამოსცადეს რუსული აგრესიის მძიმე შედეგები.