დიმიტრი შაშკინმა უცხოელ სტუმრებს ბოლო წლებში განათლების სისტემაში დანერგილი სიახლეები გააცნო და დეტალურად იმ პროექტებზე შეჩერდა, რომელთაც სამინისტრო უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით ახორციელებს, კერძოდ, საქართველოში მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო გარემოს შექმნა, ინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და ხდება ისეთი პროფესიების წახალისება, რომელზედაც შრომის ბაზარზე დიდია მოთხოვნა და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას ემსახურება.
უცხოელი სტუმრების შეფასებით მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ასე ზრუნავს თავისი მოქალაქეების განათლების დონის ამაღლებაზე, აძლევს მათ უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებს უფინანსებს.
მინისტრთან შეხვედრაზე მომავალი თანამშომლობის ჭრილში, საქართველოში უცხოეთის წამყვანი უმაღლესი და პროფესიული სასწავლო დაწესებულებათა ფილიალების ამოქმედების პერსპექტივაც იქნა განხილული. ამის წინაპირობა საქართველოში ”განათლების საერთაშორისო გამოფენა 2012-ის” ორგანიზებამ უკვე შექმნა.