მანდატურები და ბავშვები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ სადაც მათ 48100-ზე მეტი ექსპონანტი დაათვალიერეს. კედლის მხატვრობა, მცირე ფორმის ქანდაკებიბი, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალები, რომლებიც წარმოდგენას გვაძლევენ წინა აზიისა და ქართველ ტომთა უძველესი კულტურის მჭიდრო კავშირზე.
ღონისძიების ფარგლებში მანდატურები და ბავშვები გორის ოკუპაციის მუზეუმსაც ეწვივნენ. მანდატურებმა და მოსწავლეებმა ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა და ნივთები დაათავლიერეს.
მოზარდებმა და მანდატურებმა ასევე იხილეს „ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმი „საბჭოთა ისტორია“.
მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.