კონფერენციაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი უნივერსიტეტის პრეზიდენტი და რექტორი ევროპისა და შავი ზღვის რეგიონებიდან, აშშ-დან, აფრიკიდან. მათ შორის იყო ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ჩეხეთის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსთვის და კონკრეტულად კავკასიის უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს გაცვლითი პროგრამები წარმოადგენს, კონფერენციის მასპინძლობის მიზანი უნივერსიტეტების დაახლოვება და მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება იყო.
IAUP არის მსოფლიოს უმაღლესი განათლების წარმომადგენელი უნივერსიტეტების აღმასრულებელი პრეზიდენტებისა და რექტორების ასოციაცია. ასოციაციის წევრობა დაშვებულია მხოლოდ იმ უნივერსიტეტების პრეზიდენტების, რექტორებისა და ვიცე-კანცლერებისათვის, რომლებსაც აქვთ მოპოვებული რეგიონალური აკრედიტაცია.