პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე დაესწრო.
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროექტის მიზანია სკოლამდელი განათლების მართვის, ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება, საბავშვო ბაღის აღმზრდელთა ტრენინგ-ცენტრების დაარსების ხელშეწყობა, პედაგოგთა გადამზადება, მათი მეთოდოლოგიური რესურსებით უზრუნველყოფა და სხვ.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ექვსი უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე შესაბამისი აკადემიური პერსონალი გადამზადდა, შემუშავდა ახალი პროგრამები. ტრენინგები გაიარეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა თემაზე: ,,სკოლამდელი განათლების განვითარება საქართველოში”. ექვსივე უნივერსიტეტში, რომელიც პროექტთან თანამშრომლობს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სკოლამდელი განათლების ახალ პროგრამებზე.
ფორუმზე წარმოდგენილი პრეზენტაციებით შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები, ახალი პრიორიტეტები გამოიკვეთა და სკოლამდელი განათლების სფეროში სამომავლო გეგმები დაისახა.
ფორუმს სხვადასხვა სამინისტროების, თბილისის მერიის, რეგიონალური მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.