მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში მანდატურები და სხავდასხვა სკოლის მოსწავლეები მუზეუმებს ესტუმრებიან.
№39 და №111 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები იხილეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ასევე ფალიაშვილის მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, და სხვადასხვა ფოტო მასალა დაათვალიერეს.
მანდატურების
თქმით, ხელოვნების კვირეული მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო
ინიციატივაა, რადგან მოზარდები საკუთარ ისტორიას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.
ერთი
კვირის განმავლობაში მოსწავლეები და მანდატურები ესტუმრებიან
მუზეუმებს.