სოფელ ხოვლეში საჯარო სკოლის მშენებლობა ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. მშენებლობაზე სოფლის მკვიდრი 40-მდე ადამიანი დასაქმდება. ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. სკოლას პატრონაჟს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაუწევს.
სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის 600-ზე მეტი სკოლა გარემონტდება და 23 ახალი სკოლა აშენდება.