ეროვნული ტრადიციული დადგმებით, ცეკვებითა და სიმღერებით ღონსძიებაში მონაწილეობა აზრებაიჯანელმა სტუდენტებმა მიიღეს. საქართველოს აზერბაიჯანელი 400 სტუდენტის ხელმოწერით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს კოკა სეფერთელაძეს მადლობის სიგელი გადაეცა.
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი აზერ გუსეინიც დაესწრო.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებაში ინტეგრირება სამინსიტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, წარმატებით მოქმედებს პროგრამა ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის მოხალისე პედაგოგების წარგზავნას ითვალისწინებს.
სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის უკვე შექმნილია ქართული ენის სახელმძღვანელოებიც დამხმარე აუდიო-ვიდეო მასალით, რომელიც დონეების მიხედვითაა დაყოფილი.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარების საფუძველზე ხვდებიან. წარმატებული აბიტურიენტები ქართული ენის შემსწავლელ სპეციალურ ერთწლიან პროგრამას გადიან და სასურველ სპეციალობებზე სწავლას ქართულ ენაზე განაგრძობენ.