კამპანიის ფარგლებში, ერთმანეთის პარალელურად შეჯიბრი მხიარულ სტარტებში, ქუჩის ფეხბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ფრენბურთში და ნარდში გაიმართა. სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას აქტიურ პროპაგანდას სპეციალური წამყვანი უწევდა. აქციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მონაწილეობდნენ.
ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა სანთლებით გააკეთეს წარწერა “sport wins”, ასევე გაიმართა გამარჯვებული სტუდენტების საზეიმო ვითარებაში დაჯილდოება, მათ ფასიანი საჩუქრები და პრიზები გადაეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, თბილისის მერიასა და პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკულ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სამინიტროს მიერ განხორციელებული კომპლექსური პროექტების შედეგად, მოზარდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა. სამინისტრო ახალგაზრდებს შორის დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის მიზნით, მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.