დღეის მონაცემებით, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრმა 360 ადამიანი დაარეგისტრირა (ქუთაისი, ახალციხე, ოზურგეთი) შემდეგ მიმართულებებზე: ტურიზმი - 54, სამშენებლო - 67, სოფლის მეურნეობა - 31, ინფორმაციული ტექნოლოგიები - 59, საინჟინრო - 67, სხვა მიმართულებებზე კი, 82 მსურველი.
თბილისის საინფორმაციო ცენტრში 700 ადამიანმა (თბილისი, კახეთი, რუსთავი) გაიარა რეგისტრაცია შემდეგ მიმართულებებზე: ტურიზმი - 107, სამშენებლო - 97, სოფლის მეურნეობა - 69, ინფორმაციული ტექნოლოგიები - 154, საინჟინრო - 156, სხვა მიმართულებებზე - 117.
ქობულეთის საინფორმაციო ცენტრმა 300 ადამიანი (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი) შემდეგ მიმართულებებზე დაარეგისტრირა: ტურიზმი - 64, სამშენებლო - 48, სოფლის მეურნეობა - 21, ინფორმაციული ტექნოლოგიები - 38, საინჟინრო - 67 და სხვა მიმართულებები- 62.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ვაუჩერული დაფინანსება 20 მარტიდან დაიწყო. სტუდენტთა რეგისტრაცია და მათთვის ვაუჩერების გადაცემა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში ერთდროულად მიმდინარეობს და ეს პროცესი 20 აპრილამდე გაგრძელდება. ამავე ცენტრებში დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
ვაუჩერით სრულად სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები ფინანსდებიან, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.