პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის ხორციელდება სახელმწიფო ენის შესწავლის გრძელვადიანი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსები.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება, ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრი სიახლეა დაგეგმილი. ყველა ეს ინიციატივა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაციას ემსახურება და ამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის როლი და მისია.